პედოფილების მიმართ შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა დაწესდეს

პედოფილების მიმართ შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა დაწესდეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კანონპროექტი, რომელიც პედოფილიაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა.

„პედოფილიაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობაზე წარვადგინეთ, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩადენის ნაწილში. გავამკაცრეთ სანქციები და არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში ჩამდენი პირის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთაც იქნება გათვალისწინებული. “- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.