პენსილვანიაში დედა-შვილმა ოჯახის ხუთი წევრი მოკლა. ინფორმაციას სხვადასხვა უცხოური მედია საშუალებები ავრცელებენ.
მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის შანა დიქრი და მისი 19 წლის ქალიშვილი დომინიქ დიქრი პოლიციამ უკვე დააკავა. ქალის განცხადებით მას ოჯახის წევრების სიკვდილი უნდოდა.
მოკლულებს შორის ქალის ოთხი შვილი და მეუღლეა. ბავშვებიდან კი ორი ტყუპია.
ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 17 წლის ბიჭი მკვლელობას გადაურჩა, რადგან ინციდენტის დროს სახლში არ იყო.
უცნობია როგორ მოკლა დედა-შვილმა ოჯახის ხუთი წევრი.