პოლიციამ უკრაინიდან საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით 24 წლის ქალი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ე.წ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებული ქალისგან 158 შეკვრად დაფასოებული “მეტადონის” და “მეტამფეტამინის” შემცველი ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკრაინაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.