რა სერვისებს სთავაზობს My.gov.ge რუსთაველებს ?!

რუსთავის მერიის  მუნიციპალური სერვისების მიღება დისტანციური პორტალის my.gov.ge -ის მეშვეობითაა შესაძლებელი- პორტალის პრეზენტაცია გაიმართა რუსთავის მერიაში.

ელექტრონული სერვისების გაუმჯობესების მიზნით, დისტანციური პორტალის პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და მერიის სამსახურებისა და აიპების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სერვისების განვითარების განყოფილების წარმომადგენლებმა, პრეზენტაციის ფარგლებში დეტალურად ისაუბრეს იმ სერვისების შესახებ,რომელსაც ელექტრონული პორტალი რუსთაველებს სთავაზობს. კერძოდ, პორტალი საშუალებას აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს,  ელექტრონულ ფორმატში მერიის სამსახურებისგან  მიიღოს სასურველი ინფორმაცია ან მომსახურება.  როგორც პრეზენტაციის ფარგლებში გახდა ცნობილი, ელექტრონული სერვისებით სარგებლობა მოქალაქეებს  მხოლოდ my.gov.ge -ზე დარეგისტრირებითა და ID ბარათის გამოყენებით შეუძლიათ.

ელექტრონული სერვისების ერთიან ვებ-პორტალზე უკვე ჩატვირთულია არქიტექტურულ-სამშენებლო ნებართვების მისაღებად  და სოციალური პროგრამებით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი. ამ ეტაპზე, ელექტრონული სერვისების ერთიან ვებ-პორტალზე უკვე ჩატვირთულია არქიტექტურულ-სამშენებლო ნებართვების მისაღებად და სოციალური პროგრამებით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, უახლოეს მომავალში კი იგეგმება მერიის სხვა სერვისების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტების ატვირთვაც.მიმდინარეობს მუშაობა 4-წლიან სტრატეგიაზე, რომელიც მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებასა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.