რეპეტიტორებს არ ვებრძვით-მიხეილ ბატიაშვილი

რეპეტიტორებს არ ვებრძვით, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„ყველაზე აქტიურად დასმული კითხვა, რაც ეხებოდა გამოცდების გაუქმებას. მე ვფიქრობ ცოტა არასწორი აქცენტები დაისვა, თითქოს ჩვენ ვებრძვით რეპეტიტორებს, ეს ასე ნამდვილად არ არის. ეს თავისთავად ისეთი თემაა, რომელსაც ირჩევს ბავშვი, მშობელი და თავად რეპეტიტორი. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ არჩევანის გაკეთების საშუალება. ჩვენ ვებრძვით იმას, რომ არ შეიძლება სისტემა ემსახურებოდეს მხოლოდ ამ სფეროს. არ შეიძლება მე-11, მე-12 კლასში განათლების ძირითადი მიმწოდებელი გახდეს რეპეტიტორის ინსტიტუტი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.