როდემდე აქვთ ვადა პედაგოგებს წითელას საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად

სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალმა წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 მარტამდე უნდა გაიკეთოს. შესაბამისი ვადა სწორედ ამ დღეს იწურება.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულება 18 იანვრით თარიღდება და მისი მიხედვით, პერსონალი 2 თვის ვადაში უნდა აიცრას, ვადა 18 მარტს იწურება. 18 მარტის შემდეგ ბაღებში შეგროვდება აცრილი და აუცრელი პერსონალის შესახებ მონაცემები და ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაიგზავნება.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, უნდა აიცრან სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაგა-ბაღები, საბავშვო ბაღების), სკოლებისა და კოლეჯების პერსონალი.

კერძოდ , წითელასა და წითურაზე აცრა სავალდებულოა 1978 წლის შემდეგ დაბადებული არავაქცინირებული პერსონალისთვის.