რუსთავის თეატრის მსახიობი გია ტყეშელაშვილი გარდაიცვალა

რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი გია ტყეშელაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახბ ინფორმაციას გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი ავრცელებს.

,,69 წლის ასაკში გარდაიცვალა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრის უნიჭიერესი მსახიობი გია ტყეშელაშვილი, რომელიც ჩვენს თეატრს თითქმის 50წლის განმავლობაში ამშვენებდა. ამ პერიოდში მსახიობმა არაერთი დასამახსოვრებელი სასცენო სახე შექმნა, სპქეტაკლებში: ,,ცილინდრი“, ,,რას იტყვის ხალხი“, ,,დღე სასწაული“, სოლომან მორბელაძე, ,,ურემი გადაბრუნდა“, ,,ცოდვის შვილები“, ,,ყვარყვარე“, ,,თეთრი ბაირაღები“, ,,ჰამლეტი“, ,,დავით აღმაშენებელი“, ,,კვაჭი კვაჭანტირაძე“, ,,დედა დედოფალი“ და სხვა.. რუსთავის თეატრისთვის უდიდესი დანაკლისია უნიჭიერესი მსახიობის წასვლა.
მშვიდობით, ბატონო გია! ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული!
პანაშვიდი 14 და 15 თებერვალს, მისამართი – მარჯანიშვილის 54,
დაკრძალვა -16 თებერვალს, 14 სთ-ზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლიდან. მისამართი- ლეონიძის 11/ა”-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში