რუსთავის რკინიგზის შენობაზე საინფორმაციო ნიშნულები გამოჩნდა.განთავსდა შენობის აღმნიშვნელი ბანერი და ასევე საინფორმაციო პლაკატი,რკინიგზის რეაბილიტაციის შესახებ.

როგორც tv4მა გაარკვია,შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უახლოეს პერიოდში შპს ,,ჯი არ ქონების მართვა” დაიწყებს,რომლის ბალანსზეც ამ დროისთვის შენობა ფიქსირდება.

კომპანიის წარმომადგენელის თქმით,შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოეწყობა სრული ინფრასტრუქტურა

,,შესაძლოა,უფრო მალე დავიწყოთ რეაბილიტაცია,აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, შენობას რეაბილიტაციას ჩავუტარებთ,განთავსდება სალაროები,სველი წერტილები,მოსაცდელი, ყველა საჭირო კომპონენტი იქნება გათვალისწინებული” – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის პოზიციას, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ ,რომ ამ ეტაპზე ბაქანის მოწყობასა და მატარებლის დამატების თაობაზე,გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მათივე ინფორმაციით, უახლოეს დროში დაგეგმილია შეხვედრა ქალაქის ხელმძღვანელ პირებსა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს შორის.