რუსთავში არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მეშვიდეკლასელ გოგონას მამაკაცი სამარშრუტო ტაქსში მაშინ აედევნა, როდესაც ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.
არასრულწლოვანმა 112-ში თავად დარეკა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები