რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს ჰომოფობიურად თავს დაესხნენ

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს ჰომოფობიურად თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ სოციალური მუშაკია. ფაქტის შესახებ მან , სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, მას თავს დაესხა ორი ადამიანი,რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად დაზიანებები აქვს თავის არეში. ცხვირზე, ტუჩსა და თვალზე. მისი თქმით, ფიზიკურ თავდასხმამდე მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჰომოფობიური რეპლიკებით. ახალგაზრდა მამკაცს დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ აღმოუჩინა. მან გამოიძახა პოლიცია.

როგორც tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.