რუსთავში დროებითი სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დასრულების ფაზაშია. საცხოვრისი მშენებლობა, სადაც 52 სოციალურად დაუცველი ოჯახი იცხოვრებს თვის ბოლოს დასრულდება.
სოციალური საცხოვრისი დღეს ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ დაათვალიერა და სამშენებლო სამუშაოების ხარისხის გაეცნო. ამ დროისთვის შენობაში დასრულებულია სამშენებლო სამუშაოები, შეყვანილია შიდა კომუნიკაციები და გათბობის სისტემა. ბინებში მოეწყო სველი წერილები და სამზარეულო, კეთილმოეწყო შენობის გარე პერიმეტრი ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამღებრო სამუშაოები და ფასადის მოწყობა. რუსთავის მერიის ინიცირებით სხვა კრიტერიუმებთან ერთად იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრისში ბინა გადაეცეს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რუსთავში მინიმუმ 20 წლით ცხოვრების პერიოდი იქნება.
სოციალური საცხოვრისის კორპუსის მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა და მშენებლობაზე მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.