რუსთავში ექვს საჯარო სკოლაში მინი სპორტული დარბაზები მოეწყობა – ამის შესახებ საკრებულოს სპორტისა და ფიზიკური კულტურის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გახდა ცნობილი.
რუსთავში საპილოტე რეჟიმში ფიზიკური აქტივობების გასაუმჯობესებლად მე-7, მე-6, მე-11, 21-ე, 23-ე და მე-17 საჯარო სკოლებში ტენისისა და ტანვარჯიშის მინი დარბაზები მოეწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. აღნიშნულ სკოლებში დარბაზების მონიტორინგი ხვალიდან დაიწყება, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა მოხდება.
სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით სპორტის მასწავლებლების, ექთნებისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლების გადამზადების საკითხზეც იმსჯელეს.