რუსთავში ნარკოტიკული საშუალებით ორმა მოზარდმა ინტოქსიკაცია მიიღო

რუსთავში ნარკოტიკული საშუალებით ორმა მოზარდმა ინტოქსიკაცია მიიღო. 
13 და 14 წლის მოზარდები, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით tv4 რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს დაუკავშირდა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ  tv4-ს განუცხადა, მოზარდებს ინტოქსიკაცია მიღებული აქვთ უცნობი საშუალებით, კლინიკაში მიყვანისთანავე მათი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა მედ პერსონალმა მოზარდებს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

მოზარდებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.