ქალაქში საგზაო მონიშვნების დახაზვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სხვადასხვა ლოკაციებზე ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზაჯვარედინი“ ასრულებს.
სამუშაოების ფარგლებში დაიხაზება ღერძულა ხაზები,ზებრა გადასასვლელები,მიმართულების ისრები,ავტობუსის გაჩერებები და უსაფრთხოების კუნძულები. საგზაო მონიშვნები იხაზება რუსთავის ცენტრალურ გზებზე, ლომოურის, ცურტაველისა და თბილისის ქუჩებზე.