,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი”- ამ სახელწოდებით სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია სასტუმრო ,,რუსთავის” საკონფერენციო დარბაზში, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით, გაიმართა. ტურისტული კუთხით რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, მხარის ღირსშესანიშნაობები და არსებული გამოწვევები -ამ და სხვა საკითხებზე დეტალური ინფორმაცია ტურისტული სფეროს და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს. კონფერენცია მხარის პირველმა პირმა გახსნა. როგორც რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა ქვემო ქართლს ტურისტული კუთხით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და მსგავსი ღონისძიებები სფეროს პოპულარიზაციას მნიშვნელოვან შეუწყობს ხელს.
კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო რეგიონის ღირშესანიშნაობებს და არქეოლოგიურ აღმოჩენებს, რომლებიც საერთაშორისო ტურისტული რუკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ტურისტული რაკურსით დეტალურად იყო წარმოდგენილი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი .
კონფერენცია ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ მიზნად რეგიონში ტურიზმის სფეროს ხელშეწყობას და არსებული რესურსის სწორი მართვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას ისახავდა.