13 ასურელ მამასთან არსებული სამხატვრო სკოლა- სახელოსნო ,,არტ კერაში” საერთაშორისო კონკურსში ,,პასუხისმგებლობა სამყაროს მიმართ” გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კონკურსში ,რომელიც გარემოს დაცვის და კლიმატური ცვლილებების მავნე ზეგავლენის შემცირების კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა, ,,არტ კერას” მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და სამი საპრიზო ადგილი დაიკავეს. გამარჯვებულები სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კონკურსი ოთხ ნომინაციაში ჩატარდა,სადაც ერთ-ერთი სწორედ მხატვრული მიმართულება იყო.