სასამართლო ბოლნისის ყოფილი გამგებლის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

რუსთავის საქალაქო სასამართლო ბოლნისის ყოფილი გამგებლის გიორგი არევაძის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა არევაძეს სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

გიორგი არევაძის მიმართ საქმე სსკ-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ს 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 -დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი არევაძე 2004-2007წლამდე ბოლნისის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.