სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად ერთ-ერთ სახლში აფეთქება მოხდა.
აფეთქებამ საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია.
მომხდარი ფაქტის დროს, სახლში მხოლოდ 68 წლის ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა. მამაკაცი სხეულის დამწვრობითა და სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამტრედიის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.
ადგილობრივების თქმით, ნგრევის და აფეთქების ხმა ერთი კილომეტრის რადიუსში ისმოდა.
შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.
წყარო: pia.ge