სექტემბრიდან პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება-განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით სექტემბრიდან პედაგოგებს ხელფასი გაეზრდებათ. ამისშესახემ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია – სკოლების გაძლიერება – ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.