სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან იწყება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან იწყება.

განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის არდადეგები წინა წლის მსგავსად, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.