სუციდის შემთხვევა მარნეულში -17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

სუიციდის შემთხვევა მარნეულში. 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა . შემთხვევა დღეს, 14 თებერვალს მოხდა.

მეზობლების თქმით, ბიჭმა თავი ეზოში მდებარე მანქანის სადგომში ჩამოიხრჩო. მეზობლებისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

შემთხვევის დროს მოზარდის ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, მამა სამსახურში, ხოლო დედა გასვენებაში იყო. ბიჭი გასვენებიდან დაბრუნებულმა დედამ იპოვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.