დუალური განათლება, ახალგაზრდების დასაქმების კუთხით არსებული სტრატეგიები და მათი უნარ -ჩვევების განვითარება- საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და “World Vision“-ის ორგანიზებით, რუსთავში 80-მდე ახალგაზრდას ტრენინგ კურსი ჩაუტარდა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა, დუალური განათლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.სწავლის პარალელურად დასაქმების აუცილებლობაზე მათ ინფორმაცია გამოცდილი ტრენერებისგან მიიღეს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა ,სტუდენტებმა შესაძლებლობა ჰქონდათ დუალური განათლების საჭიროებაზე ტრენერებთან ერთად ემსჯელათ.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და ვორლდ ვიჟენის ერთობილი პროექტი, ახალგაზრდებისთვის სტრატეგიულ აქტივობებს ითვალისწინებს. პროექტის მიზანია სოფლად მყოფი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განათლების უზრუნველყოფა და მათი დასაქმების ხელშეწყობა.