ფეხბურთელმა ნუკრი რევიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ფეხბურთელმა ნუკრი რევიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

31 წლის მეკარემ კარიერა საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ დაასრულა. რევიშვილის საფეხბურთო კარიერა 8 წლის ასაკში ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში „ დაიწო სადაც 10 წლის განმავლობაში თამაშობდა, 18 წლის ასაკში საქართველო დატოვა და 12 წელი რუსეთის სხვადასხვა გუნდებში თამაშობდა.
ფეღბურთელი 2013 წლიდან გორის ,,დილაში“ გადავიდა სადაც დიდი როლი ითამაშა გუნდის ევროპალიგის პლეი ოფში მოსახვედრად. 2014 წლის იანვარში რევიშვილი მალტურ „ვალეტაში“ აღმოჩნდა, სადაც ჩემპიონატი და თასი მოიგო.

კარიერის ბოლოს კი საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ თამაშობდა, სადაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა გორის „დილასთან.