ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა.
შემთხვევა ბათუმში, კერძოდ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.