ფრაქცია ,,ქართული ოცნების“  რიგით მესამე სხდომა გაიმართა

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“  რიგით მესამე სხდომა გაიმართა რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. 
2019 წლის პირველი შეხვედრის ფარგლებში  ფრაქციის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ფრაქციის სამოქმედო სტრატეგიულ გეგმას, რომლის ფარგლებშიც  მაჟორიტარებთან ერთად დაიგეგმა მოსახლეობასთან შეხვედრები. შეხვედრები გაიმართება  მერიის სამსახურების წარმომადგენლებთანაც.

ფრაქციის წევრების თქმით, ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ინფორმირებულობის მიზნით , მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება მოსახლეობასთან.