ქვემო ქართლის პირველობა ჭადრაკში

ჭადრაკში  ქვემო ქართლის ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები გაიმართა.  

ჩემპიონატის ფარგლებში, ქვემო ქართლის გამარჯვებული მოჭადრაკეები გამოვლინდა. ტურნირები ორ ასაკობრივ კატეგორიაში  გოგონებსა და ბიჭებს შორის ჩატარდა.  თამაშში ქვემო ქართლის მასშტაბით
8 წლიან  ასაკობრივ კატეგორიაში 28, ხოლო 12 წლიან ასაკობრივ კატეგორიაში 27 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

რეგიონული მასშტაბით გამარჯვებულები  თასებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.