ქვემო ქართლის რეგიონში  მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი აშენდება

ქვემო ქართლის რეგიონში  მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. 
თავშესაფარი ქვემო ქართლის  შვიდივე  მუნიციპალიტეტს მოემსახურება და სავარაუდოდ მარნეულში აშენდება.

„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის „ ინფორმაციით თავშესაფარში მოხდება ცხოველების სტერილიზაცია და კასტრაცია. აგრეთვე იგეგმება ვეტერინალური მომსახურების სერვისის  დამატება. ცხოველები თავშესაფარში მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში განთავსდებიან.

მიუსაფარ ცხოველთა   თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით,  პრეზენტაცია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.  შეხვედრას მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.