წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს რუსთავიც შეუერთდა

დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნება. კამპანიას საქართველოს 15 ქალაქი და მათ შორის რუსთავიც შეუერთდა.

წიგნის კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან ჯანჯღავამ რუსთავის მეთხუთმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად წიგნი საჯაროდ წაიკითხა.  

წელს ქვეყნის 15 –ივე ქალაქში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ქართველი პოეტს გალაკტიონ ტაბიძეს ეძღვნება. როგორც ცნობილია, 2019 წლის 17 მარტს გალაკტიონის გარდაცვალებიდან 60 წელი შესრულდება. ასევე, წელს არის ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საეტაპო პოეტური კრებულის, „არტისტული ყვავილების“ გამოცემიდან 100 წლის იუბილე. ამ ორ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში სწორედ გალაკტიონის კითხვით გაიხსნა.​