110 დევნილ ოჯახს იპოთეკური სესხი დაეფარება

110 დევნილ ოჯახს იპოთეკური სესხი დაეფარება. სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2019 წლის პირველ იანვრამდე, ბინა  იპოთეკური სესხით  აქვთ შეძენილი და   ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს- ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების  ინფორმაციით, ამ დრომდე სამინისტრომ იპოთეკური სესხი 375 დევნილ ოჯახს დაუფარა.

 2019 წელს,  იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 200 000 ლარია  გამოყოფილი.   განცხადების მიღება 14 თებერვალს დაიწყო და  15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.