რამდნიმე წუთის წინ დასრულდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ვალერი ირემაძის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგმლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთ ღონისძებად პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ მიიღო.
გამოძება ვალერი ირემაძეს დამამძიმებელ გარემოებაში განძრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რუსთავში, 10 თებერვალს მოხდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 აპრილს ჩაინიშნა.