16-19 თებერვალს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

16-19 თებერვალს საქართველოში ნალექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ,საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მთიან და მაღალმთიან ზონაში ნავარაუდევია თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.მათი ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.