რუსთავში ის ლოკაციები ხდება ცნობილი, საიდანაც თბილისის მიმართულებით ავტობუსები გავლენ

რუსთავში ის ლოკაციები ხდება ცნობილი, საიდანაც თბილისის მიმართულებით ავტობუსები გავლენ.

ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე ის სამი ტერიტორია დაასახელეს , საიდანაც დედაქალაქამდე მგზავრთა გადაყვანა მოხდება. ეს არის ე.წ ძველ რუსთავში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, გმირთა მემორიალი და რუსთავის შემოსასვლელი , იგივე ქუთაისის მოედანი.

როგორც დღეს იქნა განმარტებული ავტობუსები ყველა იმ ლოკაციიდან გავლენ და იმ მონაკვეთებს გაივლიან , სადაც მგზავრთა ნაკადი ყველაზე დიდია. შეგახსენებთ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით დედაქალაქში მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია სახელდება.