2019 წელს რუსთავში ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში განაცხადა.
მინისტრმა ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 2019 წელს გარდა მასშტაბური პროექტებისა, მცირე სპორტული პროექტებისთვის დამატებითი თანხების მობილიზება, კერძოდ 4 ნახევარი მილიონი ლარის რეგიონებში გადანაწილება მოხდება. მისივე თქმით 25 მეტრიანი საცურაო აუზის მშენებლობა იგეგმება ქალაქ მარნეულში.