2019 წელს სამართალდამცველებმა 10 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღეს. ნარკოდანაშაულისთვის 275 პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 10 კილოგრამამდე „ჰეროინი”, ერთი კილოგრამი და 200 გრამი „კოკაინი“, 650 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 1000 აბზე მეტი „ექსტაზი“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 100 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 275 პირი მისცა“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.