გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი დღეს, რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება.
პროცესი 14:00 საათზეა დანიშნული.
სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. პროცესის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარების გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო. აღნიშნულის მიზეზი, სავარაუდოდ, ბრალდებულის უსაფრთხოებაა.
შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.