სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება ბოლნისში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ბოლნისის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები და მოთხოვნები მოისმინეს, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ მუშევანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება სოფლის სკოლაში და რიტუალების სასახლეში. სანიაღვრე სისტემები და ცენტრალური გზა მოწესრიგდება სოფელ ბალიჭში. მოსახლეობის გადაწყვეტილებით ,შიდა გზების მოასფალტება იგეგმება დაბა კაზრეთში. შეგახსენებთ,2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სხვადასხვა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით 260 მილიონი ლარია გამოყოფილი.