დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს

დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის, განცხადებით შუამდგომლობა სათანადოდ მომზადებული არ იყო.

კირკიტაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, თითოეულ პირს, ვინც კირკიტაძეს თავდებში უდგება, სასამართლოში წარმოადგენდა. დარბაზში მყოფმა პირებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.