რთული მეტეოროლოგიური პირობების – ძლიერი ქარბუქის გამო, სრულად დაიკეტა კურორტი გუდაური. გათიშულია ყველა საბაგირო.
შესაბამისად, ჩაიშალა საქართველოს თასის ეტაპი ფრისტაილში. როდის გაიხსნება კურორტი ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.
ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს









