სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მხიარულ სტარტებში ფინალური ეტაპი გაიმართა.
ერთმანეთს 4-ე,14 -ე და 24-ე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი 24-ე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები მე- 4და მე-14 საჯარო სკოლადბი გახდნენ.
მხიარულ სტარტებში შეჯიბრი 7 თებერვალს დაიწყო და მასში რუსთავის 21 საჯარო და კერძო სკოლა მონაწილეობდა. გამარჯვებული გუნდი მარტის თვეში რეგიონულ პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა რუსთავში სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.