რუსთავში არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო

რუსთავში არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მეშვიდეკლასელ გოგონას მამაკაცი სამარშრუტო ტაქსში მაშინ აედევნა, როდესაც ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

არასრულწლოვანმა 112-ში თავად დარეკა. როგორც  შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები