საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.კ-ს სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, 5,864.42 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 87,89 გრამი) გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5,864.42 ლარის ოდენობით შეეფარდა.