შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
რადიო მარნეულის ინფორმაციით, დაკავებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი,რომელიც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს, დაკავებულის ვინაობას და თანამდებობას უწყება არ ამხელს.
ტვ4 – მომხდართან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ შესაბამისი ორგანოდან საჯარო მოხელის დაკავების ფაქტზე არანაირი ინფორმაცია არ შესულა , შესაბამისად მუნიციპალიტეტი ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს.
როგორც ქრონიკას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.