ხანძრის შედეგად 52 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში, კერძოდ გაგარინის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარი ხანძრის შედეგად 52 წლის ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ირანის მოქალაქე იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ქმედებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.