ბათუმის შერატონში სამართალდამცველები მუშაობენ, არსებული ინფორმაციით 112-ში ანონიმური ზარი შევიდა. მოქალაქე იტყობინებოდა, რომ შერატონის სამორინეში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული. შენობიდან ყველა სტუმარი და თანამშრომელი გამოყვანილია. შენობაში კინოლოგები და გამნაღმველები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სახანძრო სამაშველო ბრიგადები.