მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ტაქსის ლიცენზია და ახალი რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ. აღნიშნული ინიციატივა მიმდინარე წლის 2 მარტიდან ამოქმედდა.
სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის შემდეგ, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:
• მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
• ტაქსის ლიცენზია
კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო მოწმობის აღება ტაქსის მფლობელ ფიზიკურ პირებს,მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრში შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2 41 91 91, ასევე,ვებგვერდზე www.sa.gov.ge