გაზრდილი კრიმინალი, შერჩევითი სამართალი, ზეწოლა ბიზნესზე და ჩრდილოვანი ეკონომიკა – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას იმ მიზეზებზე ესაუბრება, რამაც ქვეყანაში კრიმინალის ზრდა გამოიწვია.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ნათელია, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არსებობს. ამის მაგალითად დეპუტატს მარნეულის მერის , თეიმურაზ აბაზოვისა და კიდევ რამდენიმე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის საქმე მოჰყავს.
“მარნეულის ყოფილმა მერმა საკუთარი შარდი წაასმევინა სახეზე, დღეს ეს ადამიანი არათუ ციხის გარეთაა, განაცდურს ითხოვს,დგება საკითხი “ქართული ოცნებისთვის”, რომელი ადამიანია მთავარი.
დიახ, “ქართული ოცნებისთვის” დამნაშავე აბაზოვია მთავარი და არა ის ადამიანი, რომელსაც შარდი წაუსვა სახეზე. დიახ, “ქართული ოცნებისთვის” მთავარი არის ადამიანი ფარცხალაძე, რომელსაც სარდაფში ჩაჰყავს ადამიანები და იქ ივანიშვილის დავალებით ურჩევს საქმეს, მთავარი არის ადამიანი გეგეშიძე,რომელიც სცემს ადამიანებს ხან კორცხელში და ხან, საჭიდაო დარბაზში და არა ის ადამიანები, რომლებიც ადამიანი გეგეშიძის მიერ იჩაგრებიან,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
წყარო: rustavi2.ge