წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი კამპანიების – ,,დავასუფთაოთ საქართველო’’ და ,,ლურჯი ნაკადული’’ ფარგლებში რუსთავში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ორგანიზატორებმა, სკოლის მოსწავლეებთან, ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბოსტანქალაქის ქუჩაზე დასუფთავების აქცია გამართეს.
,,დავასუფთაოთ საქართველო’’ და ,,ლურჯი ნაკადული’’ ფარგლებში გამართულ აქციას, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოსა და სომხეთში, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი , სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეებიც შეუერთდნენ და ტერიტორიაზე 10 ნერგი დარგეს.
აქცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო’’-ს ინიციატივითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი კამპანია ,,ლურჯი ნაკადული’’ 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.