რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაითხოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ
„რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დათხოვნილები არიან შსს-ს რიგებიდან, ხოლო მომხდარ ფაქტზე მოკვლევა ყველა მიმართულებით გრძელდება“.
შეგახსენებთ, რომ 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღის გამოყენებით 10 თებერვალს რუსთავში მოკლა.