ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

დავით შერაზადაშვილმა საკრებულოს დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს გასულ წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი 2018 წელს მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რისთვისაც  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 184 300 ლარი გაიხარჯა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა სააღმზრდელო დაწესებულებებს, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა  და მოწესრიგდა სანიაღვრე ქსელები. ნაბიჯები გადაიდგა კულტურის- რელიგიის, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების მიმართულებითაც. რაც შეეხება ჯანდაცვას, სოციალური პროგრამით დაკმაყოფილდა 5 583 ბენეფიციარი  ,უფასო მედიკამენტების პროგრამით ისარგებლა 173 პირმა, სამედიცინო დაზღვევის პროგრამით 2 290   ,რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 164 900ლარი გამოიყო. 2018 წლის ანგარიშის დასასრულს დავით შერაზადაშვილმა 2019 წელს დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.