გამწვანების მიზნით იაღლუჯის მთა უკვე შესწავლილია

გამწვანების მიზნით იაღლუჯის მთა უკვე შესწავლილია-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პლენარულ სხდომაზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა მინისტრს, კითხვა იაღლუჯის მთის გამწვანების საკითხზე დაუსვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მთის შესწავლა უკვე განხორციელდა, ამ ეტაპზე მიდმინარეობს ფინანსური რესურსების მოძიება . მინისტრის ინფორმაციით, უწყება მუნციპალიტეტებში და მათ შორის რუსთავში , კუთხით მუშაობას გააგრძელებს.რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა კითხვები ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტის მხარდაჭერის მიმართულებითაც დასვა